[ტექსტი — დასაზუსტებელი]
ორშაბათი. ლიფტი მესამე სართულზე გაჩერდა. მეზობელმა ქვემოდან დამიძახა. ჩავედი, დავაკაკუნე — წავიდა.
ოთხშაბათი. ღილაკი „5“ ისევ არ მუშაობს. ახალი ვიყიდე ბაზრობაზე. ძველს უფრო ჰგავს, ვიდრე ახალს.
პარასკევი. მექანიკოსმა ზურამ თქვა, რომ ეს ლიფტი მისზე უფროსია. მე ვუთხარი, რომ ჩემზეც უფროსია, ოღონდ ჩემზე უკეთ გამოიყურება.
კვირა. ვფიქრობ, რომ ლიფტს „პატრონი“ კი არა, სისტემა სჭირდება.



